თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აქვეყნებს ბლოგპოსტს 1 მაისის დღესთან დაკავშირებით.
„პირველი მაისი მშრომელთა საერთაშორისო დღეა. წელს საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, პირველი მაისი უჩვეულო, პანდემიურ ვითარებაში დგება. ახალი კორონავირუსის გლობალური პანდემია მშრომელების მნიშვნელობასა და მოწყვლადობას ერთდროულად ააშკარავებს.
დღეს ყველაზე უკეთ ჩანს რამდენადაა დამოკიდებული სოციალური კეთილდღეობა, თანამედროვე ცხოვრების წესი და არსებული ეკონომიკური წესრიგი საცალო ვაჭრობის ქსელებში დასაქმებული კონსულტანტების, ექიმებისა და ექთნების, მკერავების, მეეზოვეების და სხვების ფიზიკურად მძიმე და არასათანადოდ ანაზღაურებულ ყოველდღიურ შრომაზე. დღეს, როცა ტყიბულში, რუსთავში, ჭიათურაში და სხვაგან, მძიმე და სამთო-მოპოვებით ინდუსტრიებში დასაქმებულები მუშაობას პანდემიის მიუხედავად, გაზრდილი საფრთხის პირობებში აგრძელებენ, განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რამდენად მნიშვნელოვანია მათი შრომა ქვეყნის ეკონომიკისთვის. თვალსაჩინოა ისიც, რომ ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველი სამუშაო გარემო მათთვის უკვე წლებია უცვლელი მოცემულობაა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)