თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ინტერვიუებს ეკონომიკის მკვლევრებთან კრიზისის დროს ეკონომიკურ პოლიტიკაზე. „კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიმართ საქართველოს ეკონომიკის მაღალი მოწყვლადობა სხვადასხვა ფაქტორებითაა გამოწვეული. უპირველეს ყოვლისა ეს დაკავშირებულია მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურასთან, სადაც დარგობრივად ყველაზე დიდი წილი ისეთ ეკონომიკურ საქმიანობებზე მოდის, რომლებიც ყველაზე მეტად დაზიანდნენ კორონავირუსის პირობებში - ესენია საბითუმო და საცალო ვაჭრობა (13.9 %), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.4 %), მშენებლობის სექტორი (8.3%) და საფინანსო-სადაზღვევო საქმიანობები (6.1%). ამასთან, ტურისტული სექტორის გაჩერებამ, რომელიც წლებია ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედად მოიაზრება, მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა როგორც შრომით ბაზარს, ასევე ლარის კურსის სტაბილურობას - ტურიზმიდან შემოსული ფინანსური კაპიტალი, უცხოეთიდან შემოსულ ფულად გზავნილებთან და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, ლარის კურსის გამყარების მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნიდა“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)