en
ge

საია-ს განცხადება მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

საია-ს განცხადება მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავცელებს.

„უპირველეს ყოვლისა, გვსურს ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ იმ პროფესიის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც პანდემიის პირობებში, საქართველოსა და მსოფლიოში დგანან საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე. პანდემიამ კარგად დაგვანახა არამარტო ექიმების, არამედ ექთნების, სანიტრების, მომსახურების და სხვა სფეროში დასაქმებული პირების სამუშაოს მნიშვნელობა, რომლებსაც დღეს მინიმალური ანაზღაურების სანაცვლოდ, მძიმე სამუშაო პირობებში უწევთ მუშაობა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფოს ეკისრება მომეტებული ვალდებულება, ამ პირთა შრომითი პირობებისა და უსაფრთხოების დასაცავად. საქართველოს, როგორც სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, იზრუნოს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო დონეზე შრომის ერთიანი პოლიტიკის არარსებობა და შრომითი უფლებების გარანტირების მნიშვნელობის სათანადოდ გაუაზრებლობა უარყოფით ეფექტს ახდენს რიგითი დასაქმებულის სოციალურ დაცვასა და სტაბილურობაზე, რაც, თავის მხრივ, დამაზიანებელია სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის“.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)