თბილისი. კოალიცია თანასწორობისთვის ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩენილთა საჭიროებებზე განცხადებას ავრცელებს.
„სათემო ორგანიზაციებთან კონსულტაციების მიუხედავად, ანტიკრიზისულ გეგმაში არც ლგბტქი ადამიანების საჭიროებებია გათვალისწინებული. მოცემულ მდგომარეობაში, შემოსავლის და სამუშაოს გარეშე დარჩენილ ქვიარ ადამიანებს, ვინც ოჯახის წევრთა მხარდაჭერით ან საზოგადოების სოლიდარობით ვერ სარგებლობს, ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ. მათი გადაუდებელი საჭიროებები, მათ შორის ქირის სუბსიდირება და ალტერნატიული საცხოვრისით ან თავშესაფრით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ანტიკრიზისული დახმარების პროგრამის მიღმა დარჩა. კრიზისის დაძლევის პროცესში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეაგირება სათემო ორგანიზაციების მოთხოვნებზე ფრაგმენტულია და პროაქტიულად არ პასუხობს დღის წესრიგში მდგარ კომპლექსურ გამოწვევებს“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)