თბილისი. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს რეკომენდაციით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პოპულაციის შემცირება COVID-19-ის გავრცელების პრევენციის გზაზე ერთ-ერთი აუცილებელი და უფრო მეტიც, გარდაუვალი ნაბიჯია.
„პენიტენციურმა სისტემამ ციხის ადმინისტრაციის, ჯანდაცვისა და იურიდიული სფეროების წარმომადგენლებთან ერთად წინასწარ უნდა შეიმუშავოს იმ პირთა წრის ჩამონათვალი, ვინც კრიზისის გამწვავების შემთხვევაში დატოვებს საპატიმროებს.
რა თქმა უნდა, ყველა იმ პირმა, რომელიც მოხვდება წინასწარ განსაზღვრულ კატეგორიაში, უნდა გაიაროს შემოწმება, თუ რამდენად აკმაყოფილებს დაბალი რისკის მოთხოვნებს. პირები, რომლებიც დროებით ან სამუდამოდ დატოვებენ საპატიმროებს, არ უნდა შეიცავდნენ საფრთხეს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის.
ზემოაღნიშნული ნაბიჯი, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციებმა თუ კომიტეტებმა აღნიშნეს, არათუ საჭირო, არამედ გარდაუვალია ქვეყნებში, სადაც ციხეების გადატვირთულობის პრობლემა არსებობს“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)