კახეთი. 16 აპრილს, სიღნაღის მუნიპალიტეტის რესურსცენტრში გაიმართება პროექტის
–„იტერაქცია მოსახლეობასა და თვითმმართველობას
შორის" – ფარგლებში შექმნილი ვებგვერდის –
chemisofeli.ge – პრეზენტაცია.
პროექტს ახორციელებს სიღანღის მუნიციპალიტეტში მომუშავე ორი
საზოგადოებრივი ორგანიზაცია - „სამოქალქო ინიციატივა - Civic Initiative" და
სათემო კავშირი
„ნუკრიანი". პროექტის ფანანსური
მხარდამჭერია ფონდი
„ღია საზოგადოება საქართველო".
კოალიციური პროექტი
- „ინტერაქცია მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის" მიზნად ისახავს
შეიქმნას სოფლის
მოსახლეობის თანამონაწილეობისა და სამოქალაქო ჩართულობის კარგი
პრაქტიკა და
მექანიზმი, რომელიც
ხელს შეუწყობს
მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას ადგილზე
გადაწყვეტილების მიღების
პროცესში და
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების (დეპუტატი, საკრებულო, გამგებელი)
ანგარიშვალდებულების გაზრდას
მოსახლეობის წინაშე.
პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია. დამატებითი კითხვებისთვის
დაუკავშირდით შემდეგ ელ–მისამართზე: nana_bagalishvili@live.com