თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) დასაქმებულების ინტერესების დაცვის მიზნით, „ევოლუშენ ჯორჯიას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
„EMC წარმოადგენს კომპანიიდან გამოსაცდელი ვადის პერიოდში გათავისუფლებული 14 თანამშრომლის ინტერესებს და ამტკიცებს, რომ შპს „ევოლუშენ ჯორჯიამ“ ბოროტად გამოიყენა საკუთარი უფლებამოსილება და უკანონოდ და დაუსაბუთებლად შეწყვიტა მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობა, რითაც ზიანი მიაყენა მათ ინტერესებს. მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)