თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს სტატიების კრებულს, რომელიც მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის (FAIR)“ ფარგლებში.
„კრებული აერთიანებს რვა დამოუკიდებელ სტატიას, რომლებშიც გაანალიზებულია მართლმსაჯულების სფეროში არსებული აქტუალური და კრიტიკული საკითხები. სტატიების ავტორები შეირჩნენ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) მიერ ორ ეტაპად გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, EMC-ის გუნდისთვის გამოეგზავნა შესაბამისი განაცხადი“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)