თბილისი. გაეროს ქალთა ფონდის ინფორმაციით, საქართველოში ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიები ქალთა მხარდასაჭერად ახალ ინიციატივებს გეგმავენ.
„ეს ინიციატივები კი ითვალისწინებს მეწარმე ქალების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის ეკონომიკაში და იმ ნეგატიურ ზეგავლენას, რომელსაც COVID-19 მოახდენს როგორც მეწარმე, ისე ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ქალებზე. ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგა, „საქართველოს აუდიტორული კომპანიაა“. მან ქალთა გაძლიერების პრინციპებს ხელი 2020 წლის იანვარში მოაწერა. თებერვლის ბოლოს, როცა საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა დადასტურდა, კომპანიამ საჯაროდ გამოაცხადა, რომ მეწარმე ქალებს საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების მომსახურებას უფასოდ სთავაზობდა. მარტში ამ სერვისით 23-მა ქალმა ისარგებლა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: georgia.unwomen.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)