en
ge

საჯარო შეხვედრა - საკრებულოს ანგარიში

აჭარა. 12 აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოსთან არსებულმა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ, საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა.  სადაც გორგი კირთაძემ საზოგადოებას საკრებულოს 2012 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ყოფილი თავმჯდომარე მისი თავმჯდომარეობის პერიოდში ყველაზე წარმატებულ პროექტებად მრჩეველთა საბჭოს შექმენას და ტურისტულ სექტორში მიღწეულ წარმატებებს ასახელებს, ხოლო მთავარ შეცდომად, რიგ შემთხვევებში, ნაჩქარევად მიღებულ გადაწყვეტილებებსა და გამოუცდელობას მიიჩნევს. საჯარო შეხვედრას საბინაო ამხანაგობების თავმჯდომარეები, სტუდენტები, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)