თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ძალადობრივი დაპირისპირების შემთხვევებს, რომელიც ენზელ მკოიანის სახელსა და პასუხისმგებლობას უკავშირდება.
ორგანიზაცია მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან აღნიშნული შემთხვევების დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას. ამასთან, EMC მოუწოდებს მმართველ პოლიტიკურ პარტიას გადახედოს ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთში კლანური ძალაუფლებისა და მმართველობის მკვეთრად ანტიდემოკრატიულ შინაარსს და გაიაზროს კორუფციული და კლანური მმართველობის მძიმე პოლიტიკური და სოციალური შედეგები.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)