თბილისი. სოციალურ საწარმოთა ალიანსმა (SEA) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) მიერ დაფინანსებული პროექტის „სოციალური მეწარმეობის ინიციატივა საქართველოში“ ფარგლებში ვებინარი ჩაატარა თემაზე: „სოციალური მეწარმეობა და შესაძლებლობა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში“.
„შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში მოქმედი 21 სოციალური საწარმოს წარმომადგენელი. შეხვედრის ფარგლებში CSI-ის იურისტების ჯგუფმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელოვანი საკითხებზე: კომპენსაციების მიღების პროცედურა; საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის საკითხები; დაშვებული ეკონომიკური საქმიანობები“.
წყარო: seageorgia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)