თბილისი. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) აქვეყნებს პოლიტიკის დოკუმენტს, რომელშიც განხილულია Brexit-ის შემდეგ ძალთა ბალანსის სავარაუდო გადანაწილება ევროკავშირში.
„კონკრეტულად, დოკუმენტი მიმოიხილავს სხვადასხვა სავარაუდო სცენარს, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს საგარეო პოლიტიკა ევროკავშირმა, როგორი იქნება სამეზობლო და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების (EaP) მიმართ დამოკიდებულება და საბოლოოდ, რა გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე აყენებს Brexit-ი საქართველოს როგორც ევროკავშირთან, ისე დიდ ბრიტანეთთან ურთიერთობების კუთხით“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)