თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და გამოყენების ტენდენციები საქართველოში.
„ინტერნეტი XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია ინფორმაციის გამჭვირვალობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და მოქალაქეების აქტიური მონაწილეობის ხელშესაწყობად დემოკრატიული საზოგადოებების მშენებლობაში“- იკითხება მოხსენებაში. 2018 წელს საქართველოს განახლებული კონსტიტუციის მე-17 მუხლშიც შევიდა მსგავსი ჩანაწერი, რომლის მიხედვით, „ყველას აქვს ინტერნეტზე წვდომისა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობის უფლება,“ რაც ნიშნავს რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება ინტერნეტი გახადოს ფართოდ ხელმისაწვდომი“, ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)