თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს თამჯდომარეს საზოგადოებას წინასწარ აცნობოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის შესახებ.
„მოვუწოდებთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, უშუალოდ კანდიდატის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნის კენჭისყრამდე გონივრული ვადით ადრე გაასაჯაროოს ინფორმაცია პრეტენდენტის შესახებ. ეს საზოგადოებას მისცემს შესაძლებლობას წარდგენილი პირის მიმართ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, საჯარო მსჯელობა და ღია პროცესი კი გაზრდის სასამართლოს მიმართ ნდობას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)