თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს პოლიტიკის დოკუმენტს: დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში პროკურატურის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.
„პროკურორებისთვის სირთულეს წარმოადგენს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულის შემთხვევებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივის იდენტიფიცირება. ხშირ შემთხვევაში ისინი არ არიან საკმარისად ინფორმირებული გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირებასთან დაკავშირებით არსებული სტანდარტებისა და სპეციალური მიდგომების შესახებ, რაც, ერთი მხრივ, მართლმსაჯულების ხარვეზს, მეორე მხრივ კი, მსგავსი ტიპის დანაშაულების მსხვერპლთა უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)