სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის პროექტის ფარგლებში COVID 19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით საინტერესო საინფორმაციო კამპანია განხორციელდა. პური სპეციალური საინფორმაციო ეტიკეტებით გაიყიდა – ჯამში 173 760 პური. ასევე, ამ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ათ რეგიონში მოსახლეობას 22.500 მრავალჯერადი ჩანთა გადაეცა, სადაც ასევე კოვიდ19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის-112, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის შესახებ ინფორმაცია ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეა დაბეჭდილი.
ეს კამპანია „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა” დაგეგმა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
წყარო: ევროკავშირის წარმომადგენლობა
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)