თბილისი. კოალიცია თანასწორობისთვის ეხმიანება ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს.
„17 მაისი სხვადასხვა ქვეყანაში ლგბტქი თემის საჯარო სივრცეში შეკრებასა და მანიფესტაციასთან ერთად, თემის წინაშე არსებული სხვადასხვა საჭიროებების შესახებ საზოგადოებაში ინფორმაციის გასავრცელებლად არის მონიშნული. საქართველოში ლგბტქი სათემო და თემთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები წლიდან წლამდე ცდილობდნენ 17 მაისისთვის შეეძინათ მეტი შინაარსი და ეს დღე ექციათ თემის წინაშე არსებული გამოწვევების საილუსტრაციო დღედ. თუმცაღა მთელი რიგი წინააღმდეგობის პირობებში, ეს ვერ მოხერხდა და IDAHOT რჩება სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან ჰომოფობიის მენიფესტაციის დღედ“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)