თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმიანება ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს.
„ლგბტქი თემი ერთ-ერთ ყველაზე გარიყულ ჯგუფს წარმოადგენს საქართველოში. COVID-19-ის პანდემიის შედეგად კიდევ უფრო მძიმეა მათი როგორც სოციალური ისე უფლებრივი მდგომარეობა მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში სამართლებრივი დაცვის მექანიზმები გარკვეულ ასპექტებში გააუმჯობესა, კერძოდ 2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, მთელი რიგი საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგების საჭიროება კვლავაც აქტუალურია.
განსაკუთრებული გამოწვევაა მოქმედი კანონმდებლობის პრაქტიკაში განხორციელების საკითხი. კერძოდ, პრობლემად რჩება სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და ჩამდენ პირთა დასჯა. ასევე, ყურადღების მიღმა რჩება ჯანმრთელობის დაცვისა და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში არსებული პრობლემები“, ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)