თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: რა სიახლეებს ითვალისწინებს შშმ პირთა დაცვის შესახებ ახალი კანონპროექტი. „კანონის პროექტში დადებითად უნდა შეფასდეს შემდეგი მნიშვნელოვანი სიახლეები: შშმ პირების ხელშეწყობა სამართალწარმოების განხორციელების პროცესში: შშმ პირს სახელმწიფო იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა ექნება და ასევე იარსებებს სპეციალური მოსარჩელის ინსტიტუტი; კანონით განისაზღვრება გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის პრინციპები. მნიშვნელოვანია, რომ ნორმები, რომელიც შშმ პირთა უფლებების დაცვის გარანტიებს ითვალისწინებს, არ იყოს ბუნდოვანი და შეიცავდეს აღსრულების მექანიზმებს. ამ მიმართულებით რიგი საკითხები დახვეწასა და გაუმჯობესებას საჭიროებს...“
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)