თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევების მიმართულების ხელმძღვანელმა, ანტონ ვაჭარაძემ მონაწილეობა მიიღო მეხსიერების კვლევების საერთაშორისო პლატფორმის - The Sites of Conscience (შემდგომში „კოალიცია“), რეგიონულ ონლაინ შეხვედრაში.
„IDFI-სთვის ვიდეოკონფერენცია გაცნობით ხასიათს ატარებდა, რადგან ორგანიზაცია პლატფორმას მცირე ხნის წინ შეუერთდა. კოალიციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გააცნეს მიმდინარე საქმიანობა და ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ მუშაობისას, განსაკუთრებით კი მიმდინარე პანდემიის დროს ექმნებათ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)