თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს პოლიტიკის დოკუმენტს: დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში პროკურატურის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.
„საქართველოშიც, 2018 – 2019 წლებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაული ოჯახში ძალადობა იყო. მსხვერპლთა მნიშვნელოვან სეგმენტს კი (88%) სწორედ ქალები წარმოადგენენ. სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან დაკავშირებით, მართალია, 2018 წლისთვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია, თუმცა სამართალდამცველთა მხრიდან სიძულვილით მოტივირებულ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებული დევნის მაჩვენებელი კვლავ დაბალია.
ამასთან, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლთა უმრავლესობა (სექსუალური უმცირესობები) მიუთითებს სამართალდამცველთა მხრიდან ძალადობის, არასათანადო რეაგირებისა და ჰომოფობიური მოპყრობის ფაქტებზე“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)