თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, დღეს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 4 წელი გავიდა.
„გიგა 2016 წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან მოკლეს ე.წ. აფხაზმა მესაზღვრეებმა. ოთხოზორიას სიცოცხლის უფლების დარღვევის საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს. ოთხოზორიას ოჯახის წევრთა ინტერესებს საია და EHRAC იცავენ. ევროპულ სასამართლოში მხარეებს შორის შიდა კომუნიკაცია უკვე დასრულდა და გადაწყვეტილების გამოცხადებას ველოდებით“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)