en
ge

EMC: „ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს შეიცავს

EMC: „ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს შეიცავს

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის პირდაპირ და აშკარა რისკებს შეიცავს.

„ინიციატივის კანონად ქცევა, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს ანიჭებს ორდინალურ ვითარებაში თითქმის იმავე ზომების გატარების უფლებას, რისი შესაძლებლობაც მას აქამდე მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჰქონდა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონის დღეს მოქმედ რედაქციას ბევრი ხარვეზი აქვს და ის ნამდვილად საჭიროებს გამოსწორებას, თუმცა არა აღმასრულებელი ხელისუფლების უკონტროლო ძალაუფლების საკანონმდებლო დონეზე განმტკიცების გზით.

წარმოდგენილი ინიციატივა საგანგებო მდგოამრეობის ნორმალიზაციას ახდენს და ფაქტობრივად შეუზღუდავ ძალაუფლებას ანიჭებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რადგან ზემოაღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე მინიმალურ საპარლამენტო ან სასამართლო კონტროლსაც კი არ ითვალისწინებს კანონპროექტი“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

სრულად...

წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)