თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი და პოლიტიკური შინაარსის ანალიზს.
„აღმასრულებელი ხელისუფლების შტოსთვის არასაგანგებო რეჟიმში უფლებების შეზღუდვის ფართო უფლებამოსილებების მინიჭების ტენდენცია ნათლად გამოიკვეთა ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებისა და ინიცირებული კანონპროექტების ფონზე. საგანგებო მდგომარეობის პირობებში პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში, რითაც იზოლაცია/კარანტინთან და საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები დაარეგულირა. ამ ცვლილებებმა, მთლიანობაში, უსამართლო, არასისტემური, ადამიანის უფლებების დარღევისთვის მომეტებული რისკის შემცველი და რეპრესიული საკანონმდებლო ბაზა შექმნა“, ნათქვამია დოკუმენტში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)