en
ge

ფოტოკამერის გამოყენების დაშვება საქართველოს არქივებში - აუცილებელი ნაბიჯი არქივების ღიაობისკენ

ფოტოკამერის გამოყენების დაშვება საქართველოს არქივებში - აუცილებელი ნაბიჯი არქივების ღიაობისკენ

თბილისი. ინფორმაციის თავისულფების განვითარების ინსტიტუტი აქვეყნებს სტატიას, სადაც ახსნილია სახელმწიფო არქივებში ფოტოგადაღების დაშვების აუცილებლობა.

„საარქივო დოკუმენტების ფოტოგადაღების დაშვება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება არა მხოლოდ ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის ზრდის, არამედ ასევე მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. ამ გზით ხელისუფლება დაადასტურებს, რომ მას სრულად აქვს გათვითცნობიერებული არქივების ღიაობის მნიშვნელობა და დაამკვიდრებს თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნების მსგავს პრაქტიკას საქართველოში.

დარბაზში ფოტოგადაღების საჭიროება ცხადად დაგვანახა კოვიდ-19-ით გამოწვეულმა ახალმა რეალობამაც: 2020 წლის 5 მარტიდან მომსახურების მიწოდება შეაჩერა საქართველოს ეროვნულმა არქივმა. მუშაობა შეწყვიტა საქართველოს შსს არქივმაც, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ვებ-გვერდზე არ გამოუქვეყნებია. ფოტოგადაღების დაშვების პირობებში, მკვლევართა საქმიანობა არ შეფერხდებოდა, მათ ექნებოდათ სოციალური დისტანცირების პერიოდის ეფექტურად გამოყენებისა და სახლიდან მუშაობის პირობებში აკადემიური და კვლევითი საქმიანობის განხორცილების შესაძლებლობა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)