თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისა და ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების სახელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. სარჩელში ორგანიზაცია მაუწყებლის ახალი დირექტორის მიერ 8 აპრილს დამტკიცებული იმ ქცევის წესების გაუქმებას ითხოვს, რომელიც ინტერნეტში/სოციალურ ქსელებში თანამშრომლების გამოხატვას არეგულირებს.
„ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ქცევის წესები უკანონოა, რადგან ის მაუწყებლის თანამშრომლების გამოხატვის, შრომისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს უხეშად არღვევს და საზოგადოებრივი მაუწყებლის დემოკრატიულ ფუნქციონირებას აფერხებს“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)