თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტმა საქართველოში შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის დეტალური შესწავლა დაიწყო.
„კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის ანგარიში, EMC-ს, PHR-სა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წევრების მიერ წარდგენილი მასალები და გამოაქვეყნა შეკითხვები (Lists of Issues). ამ დოკუმენტით კომიტეტი მთავრობისგან ითხოვს განახლებული და დაზუსტებული ინფორმაციის წარდგენას შშმ პირთა კონვენციის ყველა მუხლის დანერგვასთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ შეკითხვებში ასახულია სამოქალაქო საზოგადოების მიერ პრობლემურად მიჩნეული საკითხები და სხვადასხვა დროს მომზადებული ალტერნატიული ანგარიშების შინაარსი“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)