en
ge

ინოვაციური პროექტი ნაადრევი ქორწინების პრობლემასთან გასამკლავებლად

ინოვაციური პროექტი ნაადრევი ქორწინების პრობლემასთან გასამკლავებლად

„ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ იწყებს ინოვაციურ პროექტს.

„მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში მრავალი სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმირების პროექტებს ახორციელებს, საქართველოში მაინც მწვავედ დგას ნაადრევი ქორწინების პრობლემა. ნაადრევი ქორწინების შედეგად ქალებს ხელი არ მიუწვდებათ განათლების და დასაქმების შესაძლებლობებზე. ბავშვის ასაკში ქორწინება მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობასაც მნიშვნელოვნად აფერხებს.

ზემოთ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად, ახალი აზროვნების ინსტიტუტი მშობლებს სთავაზობს პროექტს „დედათა სკოლას“, რომელიც გააერთიანებს სოფ. სადახლოს, მოლაოღლსა და ხულდარაში მცხოვრებ მოხალისე 20 დედას, რომელთაც 10 თვის განმავლობაში ჩაუტარდებათ სემინარები და ტრენინგები სხვადასხვა საგანში, მათ შორის, სამოქალაქო განათლება, ქართული და ინგლისური ენა (ელემენტარული დონე), ბუნება, მათემატიკა, კომპიუტერული პროგრამები. პროექტის ფარგლებში ასევე განვახორციელებთ სოციალურ აქტივობებს, ვითანამშრომლებთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სკოლებთან. „დედათა სკოლის“ მონაწილეები უკვე შერჩულები არიან“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023