თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება ტყის კოდექსისა და მისი თანმხლები სხვა საკანონმდებლო აქტების კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოსთვის დიდი რაოდენობით ტყის მასივის საკუთრებაში გადაცემა ხდება შესაძლებელი.
„კანონპროექტმა მესამე მოსმენით უკვე მოიპოვა მხარდაჭერა კომიტეტზე და უახლოეს დღეებში დაგეგმილია მისი მიღება პლენუმზეც. EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება არაკონსტიტუცია და წინააღმდეგობაში მოდის თანასწორობისა და სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპებთან და ასევე, საჯარო რესურსების სამართლიანი და მდგრადი გამოყენების მაღალ სოციალურ მიზანთან. აშკარაა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საპატრიარქოს ლოიალობის მოპოვებისა და რელიგიური საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების კიდევ ერთი პოპულისტური მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან და მათ შორის, წინასაარჩევნო კონტექსტი აქვს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)