en
ge

კომუნიკაციების ეროვნული კომისია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ახალისებს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვას ახალისებს

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ა(ა)იპ „მედიააკადემია“ დააფუძნა, რომლის საქმიანობის მიზანს საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ბლოგპოსტის თანახმად, ორგანიზაციამ „მედია აკადემიისგან“ სხვადასხვა ტიპის ინფრომაცია გამოითხოვა, თუმცა IDFI-ს უარი ეთქვა ინფორმაციის მიღებაზე. ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, თუმცა კომისიამ საჩივრის საფუძვლიან განხილვაზე უარი განაცხადა.

„საკუთარი უფლებების დაცვისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით IDFI-იმ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. IDFI იმედოვნებს, რომ სასამართლო მიიღებს კანონის შესაბამის გადაწყვტილებას, დაადასტურებს რომ „მედიააკადემია“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და დააკისრებს მას საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებას“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)