en
ge

ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით, სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენიას“ ფარგლებში ბლოგერების კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 19 ნაშრომი/ბლოგი. კომპეტენტურმა ჟიურიმ - ჯიმშერ რეხვიაშვილის, დავით პაიჭაძეს, თემურ ჯალიაშვილის და ნინო სამსონიძის შემადგენლობით, გამოავლინა საუკეთესო ნაშრომები.

საპრიზო ადგილები გამარჯვებულებს შორის ასე გადანაწილდა:

I ადგილი: 1 000 ლარი - ნინო ვართაპეტიანის ბლოგ-პოსტი - „ქვაბისხევი..."

II ადგილი: 700 ლარი - ანა გვალია ბლოგ-პოსტი „სამოქალაქო აქტივიზმისა და პასუხისმგებლობის როლი ქვეყნის განვითარებაში"

III ადგილი: 500 ლარი - ანი ცინცაძე ბლოგ-პოსტი „ეს ქვეყანა ჩემი, შენი, ჩვენია!"

III ადგილი: 500 ლარი - ლანა კაპანაძე ბლოგ-ბოსტი - „ეს ქვეყანა შენია"

კონკურსის მიზანია საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებების დამკვიდრება, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის წამოჩენა და  სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა. ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აღნიშნულ პროცესში თითოეული მოქალაქის მიერ მისი როლისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერებაზე. 

სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია" მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში. პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.

სრულად...

წყარო: civilin.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)