თბილისი. არბაიტერ სამარიტერ ბუნდი საქართველომ (ASB) საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური/Emergency Management Service -ს 2 ერთეული საველე კარავი გადასცა.
„კარვებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის სახანძრო და სამაშველო ოპერაციების შესრულებისას გამოიყენებს. კარვებში, ასევე, შესაძლებელია საველე ჰოსპიტალის მოწყობაც“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)