თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2020 წლის 26 მაისის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წარმოგიდგენთ რიგით მეორე მემორიალურ ალბომს, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამორჩეულ პოლიტიკურ მოღვაწეს, ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილს ეძღვნება.
„ბენია ჩხიკვიშვილს ყოველთვის იქ აგზავნიდნენ, სადაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა მისი გამოცდილება და ლიდერის თვისებები: სოხუმში ის მიავლინეს 1918 წლის ნოემბრიდან - 1919 წლის აპრილამდე და სწორედ მის პერიოდში მოხდა დაძაბულობის განმუხტვა, კრიმინალებთან და სეპარატისტებთან წარმატებული ბრძოლა, არჩევნების ჩატარება. ბენიას წარმომადგენლად მუშაობის შემდეგ, მცირე ინციდენტებს თუ არ ჩავთვლით, მასშტაბურ გამოსვლებს აფხაზეთში ადგილი აღარ ჰქონია. ამის შემდეგ იგი წარმატებით ართმევდა თავს თბილისის მოურავის (მერის) ფუნქცია-მოვალეობებს, დედაქალაქში მრავალი სიახლე დანერგა და წესრიგი დამყარებითაც გამოირჩა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)