en
ge

გიორგი ზედელაშვილის ოჯახის წევრების ბიზნეს ინტერესები ჰესებსა და გზების მშენებლობაში

გიორგი ზედელაშვილის ოჯახის წევრების ბიზნეს ინტერესები ჰესებსა და გზების მშენებლობაში

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს ბლოგპოსტს: გიორგი ზედელაშვილის ოჯახის წევრების ბიზნეს ინტერესები ჰესებსა და გზების მშენებლობაში.

„ორგანიზაციამ 2020 წლის 17 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოიხილა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიის - „სერპანტინის” საქმიანობა, რომელმაც 2013-2019 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანია კვლავ აგრძელებს სახელმწიფო ტენდერებში უკონკურენტოდ გამარჯვებას. მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში, 2020 წლის იანვარ-აპრილში, “სერპანტინმა” 7,249,170.06 ლარის ოდენობის ტენდერები მოიგო.

წინამდებარე ბლოგში ასევე მიმოვიხილავთ გიორგი ზედელაშვილის ოჯახის წევრებისა და მათი ბიზნესპარტიორების საქმიანობას, რომელიც, შესაძლებელია, კავშირში იყოს სავარაუდო კორუფციულ გარიგებებთან. კვლევის პროცესში გამოიკვეთა გიორგი ზედელაშვილისა და თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის საერთო ინტერესები ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებით“, ნათქვამია ბლოგპოსტზე.

სრულად...

წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023