თბილისი. მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის (Mac Georgia) აქვეყნებს ბლოგპოსტს: რა არის მეტაკოგნიცია და როგორ ეხმარება ის ბავშვებს სწავლის პროცესში.
„ჩვენ არა მარტო ფიქრის, აზროვნების, დასწავლის უნარი გვაქვს, არამედ შეგვიძლია თავად ამ შემეცნებითი პროცესების გაანალიზება და კრიტიკული შეფასება. ასეთ „აზროვნებას, აზროვნების შესახებ” მეტაკოგნიციას უწოდებენ. სწორედ მეტაკოგნიცია გვეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ რა ვიცით უკვე და კიდევ რისი სწავლა გვჭირდება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელი სტრატეგიებია ეფექტური ჩვენთვის და როგორ შევარჩიოთ ისინი კონკრეტული საქმიანობისთვის, განვსაზღვროთ რა დრო დაგვჭირდება მასალის ათვისებისთვის, შევაფასოთ ის, თუ როგორ მიმდინარეობს დასწავლის პროცესი, რა ფაქტორები ახდენენ გავლენას ჩვენზე დასწავლის პროცესში და ა.შ.
მიჩნეულია, რომ ბავშვები, რომელთაც კარგად აქვთ განვითარებული მეტაკოგნიტური უნარები, უკეთ ახდენენ საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვასა და შეფასებას და გამოირჩევიან უფრო მაღალი აკადემიური მოსწრებით, ამიტომ სასურელია მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაზე აქტიური მუშაობა“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)