თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (Civil Society Institute) პური მსოფლიოსთვის (Bread for the World) მხარდაჭერით იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო პროგრამაზე. თუ თქვენ ხართ საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, ან სამოქალაქო აქტივისტი, მაშინ საშუალება გეძლევათ, ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად, სამუშაოდან თუ სწავლიდან მოუწყვეტლად გაიღრმავოთ ცოდნა და უნარები შემდეგი მიმართულებით:
1)მონაწილეობითი ბიუჯეტირება
2)სახელმწიფო შესყიდვები
სასწავლო კურსები არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და მონაწილეს თავად შეუძლია დროის გადანაწილება.
კურსებზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
აპლიკაციის შესავსებად იხილეთ ლინკი...
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 ივნისი, 2020 წელი
წყარო: civilin.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)