თბილისი. 31 მაისს, 18:00 საათზე, გაიმართება მედია წიგნიერების ტრენინგი, რომელიც IREX-ის „ისწავლე, რათა ამოიცნო“ პროექტის კასკადური ტრენინგების ნაწილია და ტარდება პროექტის მონაწილე, IREX-ის „ისწავლე, რათა ამოიცნო“ ახალგაზრდა ტრენერის, მარიამ ავაქოვის მიერ.
„როდესაც მოქალაქეები იჯერებენ და ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას, ამით ისინი საკუთარ თავსაც და მათ ირგვლივ მყოფებს: მეგობრებს, ნათესავებს, ახლობლებს და ა.შ. უქმნიან პრობლემას, როგორც ემოციურ დონეზე, ასევე ეროვნულ თუ სახელმწიფოებრივ დონეზეც კი. მცდარი ინფორმაცია სოციალურ ქსელში სანდო ინფორმაციაზე სწრაფად ვრცელდება. ამიტომ, საზოგადოდ დამკვიდრებული არასწორი წარმოდგენებისა და გაუგებრობების გამოაშკარავებასთან ერთად, აუცილებელია, რომ ახალი ამბების მომხმარებლები აღვჭურვოთ ისეთი უნარებით, რომლებიც დაეხმარებიან (ყოველდღიური უამრავი ინფორმაციის მოზღვავების პირობებში) ნამდვილი ინფორმაციის ყალბისგან გარჩევაში“.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 30-05-2020, 18:59.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)