თბილისი. 31 მაისს, 17:00 საათზე, ადიქტოლოგიის ცენტრი საგანმანათლებლო პლატფორმა Educator - თან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ ონლაინ ტრენინგს: მშობლის როლი მოზარდებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციისთვის.
ტრენინგის მიზანია მსმენელებს გააცნოს მოზარდებს შორის სხვადასხვა ნივთიერებების მოხმარების შემთხვევაში რა როლი აკისრია მშობელს, რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და ემპათია.
ტრენერი: ნათია სტეფანიშვილი, ადიქციის კვლევების მაგისტრი, მკვლევარი და სოციალური მუშაკი, ადიქტოლოგიის ცენტრის დამფუძნებელი.
ტრენინგი ჩატარდება ფეისბუქ ლაივის საშუალებით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)