თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და მედიის განვითარების ფონდი (MDF) მიიჩნევს, რომ პარლამენტმა მხარი არ უნდა დაუჭიროს კანონპროექტს ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ.
„კანონპროექტი, თავისი არსით და შემოტანილი რეგულაციებით, ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეგულაციებს, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსა და GDPR-ის მოთხოვნებს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული პროცედურების ჭრილში. კანონპროექტის შემუშავების პროცესში არ ყოფილა გათვალისწინებული ხსენებულ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით დღემდე არანაირი ღონისძიება არ გატარებულა. შესაბამისად „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი საჭიროებს გადახედვას და ცვლილებებს, განსაკუთრებით აღსრულების მექანიზმების დახვეწის მიმართულებით“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)