თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აზარტული ინდუსტრიისგან ბავშვთა დაცვას მოითხოვს.
„ბავშვთა სიღარიბის მაღალ მაჩვენებელთან და განათლების სისტემაში არსებულ ჩავარდნებთან ერთად, ბავშვთა აზარტულ თამაშებში მონაწილეობა მძიმე გამოწვევად რჩება, რომელიც ქრონიკული სიღარიბისა და ფსიქოსოციალური პრობლემების რისკს ზრდის. არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო გარემოსა და ჯანსაღი განვითარების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, EMC საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უმოკლეს დროში შეიმუშავოს აზარტული თამაშების მკაცრი რეგულირების მექანიზმები და არ დაუშვას მათში არასრულწლოვანთა მონაწილეობა“.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)