en
ge

ტრენინგი თემაზე „FATF-ის მე-8 რეკომენდაცია არაკომერციული იურიდიული პირებისთვის“

ტრენინგი თემაზე „FATF-ის მე-8 რეკომენდაცია არაკომერციული იურიდიული პირებისთვის“

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, ევროკომისიის პროექტის “Global Facility on Anti-Money Laundering and Countering the Financing of Terrorism (GF-AML/CFT)” ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის იმართება საქართველოში ტრენინგი სახელწოდებით: FATF-ის მე-8 რეკომენდაცია არაკომერციული იურიდიული პირებისთვის.

„ტრენინგის შედეგად მსმენელები შეიძენენ ცოდნას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ზომების პრევენციული გამოყენების შესახებ.

ტრენინგში მონაწილეობის მიღების სურვილი გამოთქვეს შემდეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი; მედიის განვითარების ფონდი; ევროპის ფონდი; საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი; კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა); სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია(GYLA). ტრენინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე 1 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით, 19:00-დან 20:00 საათამდე პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. საქართველოში ტრენინგის ორგანიზების მხარდამჭერია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI)“.

სრულად...

წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023