en
ge

გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს საქართველოს, რომ ძირითადი მომსახურებები ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის

გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს საქართველოს, რომ ძირითადი მომსახურებები ხელმისაწვდომი იყოს ყველა ბავშვისთვის

თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებით, ახალი კორონავირუსის პანდემიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა ბავშვებსა და მოზარდებზე, ყველაზე მეტად - მათ მოწყვლად ნაწილზე. ორგანიზაციას განსაკუთრებით აღელვებს იმ ბავშვების მდგომარეობა, რომელთაც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ძირითად მომსახურებებსა და რესურსებზე.

„კორონავირუსის სწრაფად გავრცელებისადმი განსაკუთრებით დაუცველნი არიან ისეთ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები, სადაც სივიწროვეა ან არ არის სათანადო პირობები - ხელსაბანი და სხვა სანიტარიული კვანძები და საშუალებები. გაეროს ბავშვთა ფონდის მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის მიხედვით, საქართველოში 29 800 ბავშვს სახლში არ აქვს წყლითა და საპნით ხელის დაბანის პირობები. შესაბამისად, უფრო მაღალია ასეთი ბავშვების კორონავირუსით დაინფიცირების რისკი.

მიმდინარე კრიზისის პერიოდში ყველა ბავშვმა უნდა განაგრძოს სწავლა და შეძლოს სკოლაში უსაფრთხოდ დაბრუნება. ელექტრონული ინსტრუმენტებისა და ინტერნეტის კავშირის, შინ სათანადო სასწავლო გარემოს და მშობლების მხარდაჭერის ნაკლებობის გამო ისედაც გარიყული ბავშვები ჩამორჩენის საფრთხის წინაშე იმყოფებიან“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: www.unicef.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)