თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში განხორციელებულ ტენდერებს და პირდაპირ შესყიდვებს აკვირდება, მათ შორის სასტუმროებთან დადებული ხელშეკრულებების გარემოებებს სწავლობს.
„მომატებული კორუფციული რისკებიდან გამომდინარე, ყურადღება მიიქცია შპს „ყვარლის ედემთან“ გაფორმებულმა ხელშეკრულებამ, რომლის მიხედვითაც, სასტუმროში მაღალი რისკის ზონად გამოცხადებული რეგიონებიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები უნდა განთავსდნენ. ხელშეკრულების მიხედვით, სასტუმრომ 45 ნომერი უნდა გამოყოს 2 თვის ვადით. შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)