სამცხე-ჯავახეთი. 12 აპრილს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა (CENN) და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლებს შეხვდნენ და სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს..
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, საქართველოს გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებთან და ღია გარემოსდაცვის სამოქალაქო ინიციატივასთან ერთად სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმებზე საზოგადოების ინფორმირებას და ადგილობრივი პრობლემატიკის შეფასებების პროგრამას ტყის მართვის დარგში ახორციელებს. აღნიშნული ინიციატივის მიზანია სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმებზე ყველა დაინტერესებული მხარისთვის ინფორმაციის მიწოდება, ასევე სოციოლოგიური კვლევის საფუძველზე ერთიანი სურათის შექმნა. რაც მომავალში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იქნება გამოყენებული.
შეხვედრის შემდეგ, ამავე პროექტის ფარგლებში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) და გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით, სამცხე-ჯავახეთში გამწვანების აქცია „დარგე შენი ხე და იზრუნე მასზე” გაიმართა.