თბილისი. მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისთვის (MAC Georgia) აქვეყნებს რეკომენდაციებს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის.
„ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი ნეირობილოგიური საფუძვლის მქონე დარღვევაა, რომელიც ბავშვების დაახლოებით 5%-ს აღენიშნება და ყურადღების დეფიციტით, იმპულსურობითა და ჰიპერაქტივობით ვლინდება, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში იგი ჰიპერაქტივობის გარეშეც შეიძლება შეგვხდეს“.
შეამცირეთ მხედველობითი და სმენითი გამაღიზიანებლები ბავშვის ოთახში;
სასურველია, ბავშვს ცალკე ოთახი ჰქონდეს სამეცადინოდ. თუ ეს ვერ ხერხდება, სულ მცირე სამუშაო კუთხე მაინც უნდა ჰქონდეს სათანადოდ მოწყობილი და უმჯობესია თუ მეცადინეობისას ოთახში სხვა ოჯახის წევრები არ იქნებიან;
დაუყავით ბავშვს სასკოლო თუ სხვა სახის დავალებები და წაახალისეთ;
ნუ მოსთხოვთ დავალების მაგიდასთან შესრულებას. მიეცით უფლება, იჯდეს დივანზე, პუფზე...
თუ თქვენს შვილს სკამზე ჯდომა უჭირს, გამოიყენეთ დამხმარე საშუალებები, რომელიც მას საშუალებას მისცემს დავალების შესრულების პარალელურად სხვადასხვა აქტივობაც აკეთოს...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)