თბილისი. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) პროექტის „WASH ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისათვის“ ფარგლებში შემეცნებითი სამაგიდე თამაშის „მიაწოდე“ გაყიდვიდან შემოსული თანხით, რეგიონებში ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს დაეხმარება.
„სამაგიდე თამაშის გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება საქართველოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მათთვის საკვები პროდუქტებისა და სხვა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების უზრუნველსაყოფად.
“მიაწოდე” არის შემეცნებითი საოჯახო სამაგიდე თამაში, რომლის მიზანი მოთამაშეებისთვის სახალისო გზით სასმელ წყალზე და ჰიგიენაზე ინფორმაციის მიწოდებაა. თამაშში, მოთამაშეები, ქალაქში არსებული წყლის კომპანიების როლს ირგებენ და ცდილობენ, სოფლებსა და ქალაქებში წყლის ინფრასტრუქტურა განავითარონ და გაზარდონ მოსახლეობისთვის სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)