en
ge

EMC: მოვუწოდებთ თბლისის მერიას დაიცვას რეხის დასახლების მაცხოვრებლები უსახლკარობისგან

EMC: მოვუწოდებთ თბლისის მერიას დაიცვას რეხის დასახლების მაცხოვრებლები უსახლკარობისგან

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება თბილისის მერიის მიერ რეხის დასახლებაში უნებართვო მშენებლობების დაგეგმილ დემონტაჟს. ორგანიზაცია მოუწოდებს მერიას, მაქსიმალურად დაიცვას და გაითვალისწინოს უსახლკაროების ინტერესები.

„სათანადო საცხოვრებლის უფლების გარანტირების ვალდებულებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, მუნიციპალურმა ორგანოებმა გაითვალისწინონ რეხის დასახლების მცხოვრებთა მოწყვლადობა და არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომელიც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს, განსაკუთრებით COVID-19-ის ეპიდემიის მიმდინარეობისას. ნებისმიერმა ღონისძიებამ, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღება, სათანადოდ უნდა გაითვალისწინოს მაცხოვრებელთა უფლებები, ინტერესები და უზრუნველყოს მათი უსახლკარობის პრევენცია“, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

სრულად...

წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)