თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს თარგმანების კრებულს: რასიზმი, კაპიტალიზმი, პატრიარქატი - თარგმანების კრებული.
„კრებულში თავმოყრილია აფრო-ამერიკელი აქტივისტების, მკვლევრების და მოაზროვნეების საჯარო გამოსვლების, ესეებისა და ინტერვიუების თარგმანები ქართულ ენაზე. ავტორები აჩვენებენ იმ ისტორიას და სტრუქტურულ მიზეზებს, რაც განაპირობებს რასიზმის არსებობას ამერიკაში და სახავენ სხვადასხვა გზებს, რითაც შესაძლებელია არსებული სისტემის კრიტიკა, მასთან დაპირისპირება თუ სხვადასხვა ჯგუფს შორის სოლიდარობის გზების ძიება“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)