en
ge

ეკლესიისათვის სახელმწიფო ტყის საკუთრებაში გადაცემა დისკრიმინაციულია

ეკლესიისათვის სახელმწიფო ტყის საკუთრებაში გადაცემა დისკრიმინაციულია

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, ეკლესიისათვის სახელმწიფო ტყის საკუთრებაში გადაცემა დისკრიმინაციულია.

„საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის 22 მაისს მხარი დაუჭირა საქართველოს ტყის კოდექსის მიღებას, რომლის მიზანია ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტყის ბიომრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება.

ამავე კანონით დადგინდა გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები - თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტარისა, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსით მიჩენილი ტერიტორიები.“

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ტყის გადაცემასთან დაკავშირებით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევა ეწინააღმდეგება საქართველოს ტყის კოდექსით დადგენილ მიზანსა და ტყის მართვის ძირითად პრინციპებს, რადგან ვერ უზრუნველყოფს, ერთის მხრივ, ტყის რესურსის რაციონალურ გამოყენებასა და, მეორეს მხრივ, საზოგადოების, განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვას ტყის თანაბარ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით“, ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

სრულად...

წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023